მაია ფანჯიკიძე ამერიკაში მიდის
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მინისტრის რანგში ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველად ეწვევა. მინისტრის თქმით, დაგეგმილია შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ ჟურნალისტებთან.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ისაუბრებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, ქართული მხარის მისიაზე ავღანეთში, ურთიერთთანამშრომლობის ქარტიასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეერთებულ შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, კონგრესმენებს, სენატორებსა და საქართველოს საკითხზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდება.
მაია ფანჯიკიძის თქმით, მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 დეკემბრამდე გაგრძელდება.