თბილისის დასუფთავებას პრობლემა არ შექმნია
დღეს დილიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახური დასუფთავების საქალაქო სამსახურის შემოწმებას განაახლეს.
იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა დასუფთავების სამსახურში, "ივერიონი" მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.
"ამ დროისთვის დასუფთავების სამსახურში სიწყნარეა. რაც შეეხება ქალაქის დასუფთავებას, ამ შემწომებით შეფერხხება არ მომხდარა", _ განაცხადა თეა შათირიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახური მერიის საქალაქო სამსახურში შემოწმების მიზნით შევიდა.