არჩილ კბილაშვილს საპროტესტო აქციებით დაუპირისპირდებიან?!

არჩილ კბილაშვილს საპროტესტო აქციებით დაუპირისპირდებიან?!

,,თუ კბილაშვილი არ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და სააკაშვილი-მერაბიშვილის ჯალათებს სამინისტროდან არ დაითხოვს, იძულებულნი გავხდებით  მას საპროტესტო აქციებით დავუპირისპირდეთ “.


ამის შესახებ ,,ძლოვან ვეტერანთა ეროვნული ლიგის“ ხელმძღვანელი გია ბერძენიძე გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში აცხადებს.


გია ბერძენიძე რვაკაციან სიას აქვეყნებს, რომელიც მისი განცხადებით, სააკაშვილი-მერაბიშვილის კადრები არიან და ძალოვან სტრუქტურებში დღემდე მაღალ თანამდებობებს იკავებენ.


,,დავით მჭედლიშვილი, თეიმურაზ მიქაბერიძე, ზაქარია დარჩიაშვილი, გოჩა ფარულავა, დავით კოჭლამაზიშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, ლაშა ლეთოდიანი, გივი პაპუაშვილი - ეს ხალხი პირადად ბიძინა ივანიშვილს ებრძოდა, თან ბინძური მეთოდებით“, - წერს ბერძენიზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: