თელავის გამგებლის მოადგილეები "ოცნების" აქტივისტები იქნებიან

თელავის გამგებლის მოადგილეები "ოცნების" აქტივისტები იქნებიან

თელავის ახლადდანიშნულმა გამგებელმა ზურაბ ყურაშვილმა საკადრო ცვლილებების განხორცილება უკვე დაიწყო. ორი მოადგილე  ვაჟა ზუროშვილი და თედო ხოსროშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.


გავრცელებული ინფორმაციით, ყურაშვილმა თვითონ დააწერინა განცხადებები მოადგილეებს, ასევე გამგეობის 200-მდე თანამშრომელს დააწერინეს გათავისუფლების შესახებ განცხადებები, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.


უკვე ვრცელდება ინფორმაცია, თუ ვინ დაიკავებს თელავის გამგებლის მოადგილეების ვაკანტურ თანამდებობებს. ესენი არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები დავით ნაპირელი და ალექსანდრე თეგერაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: