ერიკ რუბინის ოფიციალი შეხვედრები გრძელდება

ერიკ რუბინის ოფიციალი შეხვედრები გრძელდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და აზიის საკითხებში ერიკ რუბინი ოფიციალურ შეხვედრებს დღესაც აგრძელებს.


ერიკ რუბინი გუშინ საქართველოს პრემირ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ამერიკის ოცწლიან ურთიერთობაზე და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.


ერიკ რუბინი გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძესა და უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიასაც შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდბნენ უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილე ბათუ ქუთელია და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.


შეხვედრაზე მხარეებმა არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებებზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: