ვინ გასცა პარლამენტის დარბაზის დაჩეხვის ბრძანება?
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი დავით ბაქრაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც დავითაშვილმა "პალიტრა.ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, ეს არ იქნება პოლიტიკური დევნა, რადგან აუცილებლად უნდა მოხდეს თბილისის პარლამენტის მიზანმიმართული დაზიანების გამოძიება.
"არა მგონია, ბატონ ბაქარაძეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის სტატუსი უნდა ეხმარებოდეს იმაში, რომ ეს საქმე გამოუძიებელი დარჩეს. პარლამენტის თავმჯდომარე იძლევა ზეპირ ბრძანებას: დაჩეხეთ პარლამენტის დარბაზი! _ ამის შესახებ არსებობს ჩვენებები. თუმცა ეჭვი მაქვს, ბრძანება მარტო ბაქრაძეს არ გაუცია, და ეს უფრო ზევიდან მოდიოდა", _ განაცხადა დავითაშვილმა.