საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ვალდებულებები განუსაზღვრეს!

საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ვალდებულებები განუსაზღვრეს!

საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ვალდებულებები ემატება, ეს ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში უკვე შევიდა. 

 

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს საქართველოს საგარეო ურთიერთობების გაშუქება, როგორიც არის საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია. 

 

აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე.

 

შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული იქნება, საათში 60 წამიდან, რომელიც სოციალურ რეკლამას ეთმობა,  10 წამი გამოიყენოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ სოციალური რეკლამისთვის.

 

ამ ცვლილებების ინიციატორი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: