პირობით ვადამდე 3 500 პატიმარი გათავისუფლდება?!
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პირობით ვადამდე 3 500 პირის გათავისუფლება იქნება შესაძლებელი.
"სულ 3 500 ადამიანს ეხსნება სასჯელი იმდენად, რომ მათი გათავისუფლება იქნება შესაძლებელი. "უდოთი" გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რადგან ინდივიდუალურად ხდება თითოეული ადამიანის საქმის შესწავლა და გათვალისწინება უამრავი რამის, მათ შორის, იმისაც, თუ რამდენად წარმოადგენს ამა თუ იმ ადამიანის გათავისუფლება საფრთხეს საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ როგორ იქცევიან პატიმრები ციხეში ყოფნის დროს, არღვევენ თუ არა რეჟიმს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.