დასუფთავების სამსახურში გამოძიება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება

დასუფთავების სამსახურში გამოძიება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება

დასუფთავების სამსახურში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების მუშაობა გრძელდება. 


საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების განცხადებით, მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა და ამ დრომდე არ მომხდარა ინვენტარის დალუქვა.


"გვაქვს შემოსავლების სამსახურის კონკრეტული ბრძანება, მიმდინარეობს ძირითადი ფასეულობების ინვენტარიზაცია. არც არაფერი დაგვილუქავს და არც დოკუმენტაცია წაგვიღია. საგამოძიებო სამუშაოები დასუფთავების სამსახურში რამდნიმე დღე გაგრძელდება, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სამსახურის მუშაობის შეფერხებას", _ განაცხადა საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: