კალმახელიძე-ჭაკუას ტანდემი და სიქაგაცლილი პატიმარი

კალმახელიძე-ჭაკუას ტანდემი და სიქაგაცლილი პატიმარი

დეკემბრის  ბოლოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუასა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ გლდანის №8 საპყრობილის ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი სასამართლოში სარჩელს შეიტანს.


იგი ხათუნა კალმახელიძესა და დავით ჭაკუას მის მიმართ სასტიკ მოპყრობაში და წამებაში ადანაშაულებს.


პატიმარი ამბობს: "კალმახელიძე ჭაკუასთან ერთად პირადად მონაწილეობდა ჩემს წამებაში და ჩემი საცოდაობით ერთად ტკბებოდნენ".


"თვეების მანძილზე ვფიქრობდი იმაზე, თუ რისთვის მაწამებდნენ ეს ჯალათები და ვერაფრით ვპოულობ ამის ახსნას. როცა დავით ჭაკუა მაწამებდა, კალმახელიძე ცინიკურად მიცინოდა და შემდეგ თავში საკუთარი ფეხსაცმლის ქუსლს მირტყამდა", _ აცხადებს ჩვენთან საუბრისას რესპონდენტი.


"არ მინდა, ჩემი ვინაობა საზოგადოებისთვის მანამდე გახდეს ცნობილი, სანამ სარჩელს შევიტან, რადგან მიუხედავად ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ცვლილებისა, თავს ბოლომდე დაცულად მაინც ვერ ვგრძნობ", _ ამბობს ყოფილი პატიმარი.   

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: