სოსო ჯაჭვლიანი წინა ხელისუფლებას მანქანის ქურდობას აბრალებს

სოსო ჯაჭვლიანი წინა ხელისუფლებას მანქანის ქურდობას აბრალებს

"ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენიმე ჯიპი მყავდა. 2005 წელს აფრიკაში ვიყავით წასულები შეჯიბრზე და იქიდან რომ ჩამოვედი, ახალთახალი "Toyota Land Cruiser" მაშინდელმა მთავრობამ ავტოფარეხიდან მომპარა", _ განაცხადა გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა "მაესტროს" პრესკლუბში.


ჯაჭვლიანმა დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, მის ახალ ავტომობილზე, მართალია.


"ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. განა, დანაშაულია, მე რომ მანქანა ვიყიდე? თანაც ამ ავტომობილის ღირებულება 5-6 წლის განმავლობაში უნდა გადავიხადო. მე სცენარების კონკურსში გავიმარჯვე, სახელმწიფომ მომცა გრანტი და ეს გრანტი უკლებლივ დავუბრუნე ხელისუფლებას, არ მინდოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამე თანხა გამეხარჯა. რატომ ამაზე არ ლაპარაკობდნენ? რატომ არ ახსოვთ, როცა მე ფილმებს ვიღებდი, ხალხს ვასაქმებდი და ინვესტიცია შემომქონდა, იმ ფულით ხომ შემძლო, რამდენიმე ასეთი ჯიპის ყიდვა?" _ აცხადებს  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი.


ჯაჭვლიანის განცხადებით, აუცილებლად მიმართავს პროკურატურას მისი ავტომობილის მოპარვის ფაქტის გამოძიების მოთხოვნით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: