ტარიფები არ განახევრდება, პრეზიდენტის ხარჯები შემცირდება!

ტარიფები არ განახევრდება, პრეზიდენტის  ხარჯები შემცირდება!

ტარიფები 10%-ით დაიწევს, პრეზიდენტს კი ხარჯები შეუმცირდება. ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ განაცხადა.  


"ტარიფებზე მუშაობა გრძელდება. ჩვენ პროგრამაში არ გვეწერა, რომ ტარიფები განახევრდებოდა, თუმცა ცალკეულ საუბრებში ამაზე ვლაპარაკობდით და შეიძლება გადაჭარბებულადაც.  ვფიქრობ, რომ მინიმუმ, 10%-ით მაინც მოვახერხებთ ტარიფების დაწევას, თუმცა განახევრებაზე საუბარი არ არის", - აღნიშნა ივანიშვილმა.


პრემიერმა პრეზიდენტის ხარჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის შენახვა ქვეყანას დღეში 150 000 ლარი უჯდება,  ამიტომ მისი გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება როგორც პრეზიდენტის, ისე ქალაქის სამშენებლო და სხვა გაურკვეველი ხარჯების შემცირების საკითხს.


„ამ ხარჯების შემცირებით ჩვენ იმხელა ეკონომია გავწიეთ, რომ ამის ხარჯზე სერიოზულად ვახერხებთ სოციალური სფეროს დაფინანსებას. პრეზიდენტის შენახვა დღეში ქვეყანას 150 000 ლარი უჯდება. მხოლოდ კანცელარიის მაგალითზეც რომ გითხრათ, თუკი თვეში აქ 48 ტონა საწვავი მოიხმარებოდა, ახლა ჩვენ გვჭირდება მხოლოდ 7,5 ტონა. თითქმის ხუთჯერ შემცირდა ხარჯები სხვა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაშიც", _ აცხადებს ივანიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: