სოსო ჯაჭვლიანი: ყოფილ ხელისუფლებას 26 მაისი მივუტევე
არჩევნებმადე სოსო ჯაჭვლიანი აცხადებდა, ყოფილი ხელისუფლების წინააღდეგ 26 მაისის მოვლენების გამო, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას და მისი პატირომრობის გასაჩივრებას აპირებდა, მაგრამ ახლა აცხადებს: "მე ყოფილ ხელისუფლებას მივუტევე!"
ამის შესახებ ჯაჭვლიანმა "მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ჯაჭვლიანმა დღეს ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას პოლიტიკურ დევნასთან საერთო არაფერი აქვს.
"2003-2004 წლებში სააკაშვილის მთავრობის მოსვლის შემდეგ, გვახსოვს, როგორ ხდებოდა დაპატიმრებები, რა შოუებს დგამდნენ და რა შეურაცხყოფას აყენებდნენ ოჯახებს", _ განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
მისი თქმით, არ შეიძლება ამ დაკავებებს, პოლიტიკური დევნა დავარქვთ, რადგან ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ის უნდა დაიჭირონ.
"მინდა დავამშვიდო ყველა "ნაციონალი", თუ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისე დააპატიმრებენ, პირველი მე დავუდგები მათ გვერდში", _ განაცხადა გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა.