გოკა გაბაშვილი: ხელისუფლების სამიზნე გიგი უგულავაა, ვინ იქნება შემდეგი?..
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ყველა იმ სისტემასა თუ პიროვნებაზე, რომელიც "ქართულ ოცნებას" ეწინააღმდეგება.
"ადგილობრივი თვითმმართველობების წევრებს იბარებენ და აფრთხილებენ: ან შეუერთდებიან "ქართულ ოცნებას", ან გამოუნახავენ სისხლის სამართლის დანაშაულს და ციხეში ჩასვამენ. მოგვდის სიგნალები, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გოგა ახვლედიანი ივანიშვილის დავალებით აშანტაჟებს მოწინააღმდეგეებს", _ განაცხადა გაბაშვილმა.
"ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლების ამჟამინდელი სამიზნე გიგი უგულავაა, თუმცა, ვინ იქნება შემდეგი, მისთვის უცნობია.