პოლიციას „კუდ“-ი აღარ ექნება!

პოლიციას „კუდ“-ი აღარ ექნება!

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა (კუდ-ი) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ი) გაუქმების საკითხზე იმსჯელეს. ეს  ცვლილება პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებაში შედის.

"ეს არის ცვლილება, რომელიც საზოგადოებას დავპირდით. კუდ-ის ბაზაზე უკვე შეიქმნა ორი ახალი სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიკორუფციული სააგენტოები. სოდ-ის დეპარტამენტი კი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს შეუერთდა და შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.


ასევე, შეიქმნა რეფორმებისა და განვითარების ახალი სააგენტო და მინისტრის აპარატი. ცვლილებები, რომელიც დღეს განვიხილეთ, სწორედ აღნიშნულს გულისხმობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც, შს სამინისტროში სრულიად ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: