გოკა გაბაშვილი: ივანიშვილს არ ესმის საერთაშორისო პოლიტიკა
გოკა გაბაშვილმის თქმით, ახალი ხელისუფლება აქტიურად ცდილობს საქართველოს საერთაშორისო დონეზე მიღწეული შედეგების განადგურებას, რასაც გადადებული ვიზიტებიც ადასტურებს.
ამის შესახებ მან "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
"ოპოზიციას არ ესმის, როგორ ფუნქციონირებს საერთაშორისო პოლიტიკა. ამის დასტურია უცხოური გაზეთები, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ ახალი ხელისუფლების მიერ აღებულ პოლიტიკურ კურსზე. ახალი ხელისუფლების მადა _ დააკავოს მაღალჩინოსნები, იმდენად დიდია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში "ქართული ოცნება" მხოლოდ ამითაა დაკავებული", _ აცხადებს გაბაშვილი.
გოკა გაბაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შანსი, რაც დახვდა იმაზე განეგრძო შენება და მეტისთვის მიეღწია.
გაბაშვილი საფრთხეს ხედავს ამნისტიის კანონის მიღებაშიც, რადგან მიაჩნია, რომ პატიმრების გამოშვებით, შესაძლოა, კრიმინალური სურათი დამძიმდეს.