ამერიკელი მაღალჩინოსანი თავდაცვის აკადემიას სტუმრობდა

ამერიკელი მაღალჩინოსანი თავდაცვის აკადემიას სტუმრობდა

საქრთველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასი იმყოფება. ის დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.


ეველინ ფარკასი დელეგაციის წევრებთან ერთად აკადემიის რექტორს გიორგი ქველაძეს და კომენდანტს პოლკოვნიკ ნიკოლოზ აგლაძეს შეხვდა. ქართულმა მხარემ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურისა და პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.


შეხვედრის შემდეგ ამერიკის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კომპლექსის შესაძლებლობებს გაეცნო.


დღესვე ეველინ ფარკასი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: