ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

საჯარო მოხელეთა დაკავებები გრძელდება

საჯარო მოხელეთა დაკავებები გრძელდება

როგორც შსს-ს პრესსამსახური გვატყობინებს, შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად გორში დაკავებულ იქნა სამი სახელმწიფო მოხელე, კერძოდ:


რევაზ თენგიზის ძე კახნიაშვილი_შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;


ივანე ვაჟას ძე მიდოდაშვილი_ერედვის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი;


ალექსანდრე გრიგოლის ძე ზანგალაძე_შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი.


მათთან ერთად ასევე დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე.


რევაზ კახნიაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 20 გრამიანი შპრიცი, რომელშიც, სავარაუდოდ მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის 'ბ~ ქვეპუნქტით: ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ითვალისწინებს შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: