პარლამენტის შენობა პარლამენტს დაუბრუნდა?!
დედაქალაქში მდებარე პარლამენტის შენობა საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე ავრცელებს.
"დიახ, გიდასტურებთ, რომ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა ბალანსიდან ბალანსზე გადავიდა", - განმარტა მარაქველიძემ.
რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა ეკონომიკის სამინისტროს აქტებით საპარტნიორო ფონდს გადაეცა, რომელიც 2011 წლის ივნისში დაფუძნდა.