რკინიგზის საავადმყოფოში შეჭრილი დევნილები ფლიგელში გაიჭრნენ!
რკინიგზის საავადმყოფოში შესული დევნილები გაფართოებას ცდილობენ. ისინი საავამდყოფოს თავისუფალ ფლიგელში გადავიდნენ, გზა გადაკეტეს და სამართალდამცავებს არ უშვებენ.
უკვე ერთი თვეა, რაც დევნილები რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობენ და ახლა მათ სურთ მთლიანი, თავისუფალი ფართის დაკავება.
შენობაში შეჭრილები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა ფართით დაკმაყოფილებაზე არ შესრულდა და ამიტომაც მიმართეს რადიკალურ ზომებს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ამოქმედდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა, რომელიც ამ ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინის ქირის გადახდას გულისხმობს. ამ დროისთვის რეგისტრაცია 1400 ოჯახს აქვს გავლილი და რეგისტრაცია კვლავ გრძელდება.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი, ამ ინიციატივით უკმაყოფილოა და მოითხოვს მუდმივი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.