რაზე ესაუბრა გიგი უგულავას პალერმოს მერი?
თბილისს ერთდღიანი ვიზიტით პალერმოს მერი, ლეოლუკა ორლანდო ეწვია.
ვიზიტი იტალიური ენის კვირეულს ეძღვნება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. პალერმოს მერთან ერთად, თბილისში სტუმრად იმყოფებიან სიცილიელი მეწარმეები.
თბილისის მერი გიგი უგულავა პალერმოს მერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისი და პალერმო დაძმობილებული ქალაქებია. დაძმობილების შესახებ ხელშეკრულება 1987 წელს გაფორმდა.
შეხვედრის შემდეგ, იტალიელმა სტუმრებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს და ბოლო წლებში ქალაქში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.