გადაუკეტავს თუ არა "ქართული ოცნება" სასუნთქს "წურბელა" პრეზიდენტს?!

გადაუკეტავს თუ არა "ქართული ოცნება" სასუნთქს "წურბელა" პრეზიდენტს?!

გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შენახვა ქვეყანას დღეში  140 000 ლარი უჯდება.


ამ ფაქტმა სოციალური ქსელ ფაცებოოკ-ის მომხმარებელთა უმეტეს ნაწილში აღშფოთება გამოიწვია.


"ივერიონი" იუზერთა კომენტარებს უცვლელად გთავაზობთ:


"რამდენი დედა სიცივეში ამყოფებს საკუთარ შვილებს უაზროდ გაზრდილი ტარიფების გამო, ეს ჩვენი "პატრიოტი" პრეზიდენტი"...


"ხალხს თვეში 140 ლარი არ აქვს შემოსავალი, რომელიც საარსებო მინიმუმზე დაბალია. მიშას? არა, მართლაც რომ მეტი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს თვეში, ის ხომ "შადრევან I-ია".


"პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვინც აქამდე იცოდა და არაფერი იღონა".


"მიშიკოს შენახვა, დღეში 140 ათასი ლარი გვიჯდება, თურმე!!!!


გვიღირს ამად??? - ინვალიდ ბავშვებს, არც წამლის, არ პამპერსის ფული აქვთ, ჭამაზე რომ არაფერი ვთქვათ და ჩვენ ვიღაც არალეგიტიმური პრეზიდენტი უნდა შევინახოთ?! - მე პირადად უარს ვაცხადებ მის შენახვაზე!" 


"ფული კი არა, პიარის საშუალება უნდა მოვუსპოთ მას, რისი დიდოსტატიც არის, თან შავ პიარს ეწევა ჩვენი, ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ. ეს არის, ჩემი აზრით, უპირველესი საზრუნავი".


"ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ ახალი ხელისუფლება ასეთი უნიათოა. გადაუკეტონ სასუნთქი ამ  წურბელას. წარმოიდგინეთ, ამ თანხებით  რამდენი უსახსრობის გამო განწირული ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი".


"იმედია, "ნაცურად" არ მიიღებთ. მაინტერესებს, ბიძინა ვისი ხარჯით დადის, საკუთარი სახსრებით თუ უკვე შეწყვიტა ქველმოქმედება"?


"ეეე, ჩვენ მაგ ვითომდა "დაზღვევას" გადაგვაყოლეს და თვითონ კურორტებს არ იკლებს".


"ბიძინა თუ შეწყვეტს ქველოქმედებას, ცუდი იქნბა, თუმცა მისი გადასაწყვეტია".


"იცით, ჩემი ნაცნობი უსახსრობის გამო საავადმყოფოში დაიღუპა" "როცა 80-ლარიანი პენსიონერები გყავს, ამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან შენს ქვეყანაში, შელამაზებით რომ გითხრათ, აღვირახსნილი და თავხედი ადამიანის საქციელია".


როგორც ვხედავთ, ხალხი, ერთი მხრივ, კმაყოფილია, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება რომ მიეცა, მეორე მხრივ კი, ქოქოლას აყრის ამ "წურბელა" პრეზიდენტს და ალბათ, ისიც უკვირს, რას უძლებდა, თურმე, საქართველო!

 

ვალერი ვახანია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: