interfax: საქართველოში „რუსეთის შპიონი“ მოკლეს!

interfax: საქართველოში „რუსეთის შპიონი“ მოკლეს!

საინფორმაციო სააგენტო news.ru.com interfax-ის მასალებზე დაყრდნობით სერგო თეთრაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საინფორმაციო საგენტო „ივერიონი“ ამ მასალას უცვლელად  გთავაზობთ.


 საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ყოფილი პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის ბრალდებით გლდანის ციხეში ციხის ხელმძღვანელობის ბრძანებით იქნა მოკლული.


სისხლის სამართლის საქმე თეთრაძის მკვლელობასთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში დაიხურა.  ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ყოფილი პოლკოვნიკის გარდაცველების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა, რომელიც გულის იშმერიული დაავადებით იყო გამოწვეული. დასკვნაში ეწერა, რომ თეთრაძეს სხეულზე სისხლჩაქცევები  დაპატიმრებამდე ჰქონდა.


„თეთრაძე მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გლდანის ციხიდან ციხის ყოფილი ხელმძღვანელის ალექსანდრე მუხაძის ავტომანქანით წაიყვანეს და რამდენიმე საათში ისევ უკან დააბრუნეს“, - აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი.


თვითმხილველთა განცხადებით, ამ მგზავრობის შემდეგ თეთრაძეს სიარული საგრძნობლად უჭირდა.


პროკურორის განცხადებით, დანაშაულში ჩართული ყველა პირი დაკავებულია.  რაც შეეხება მუხაძეს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მალე საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდება.


კბილაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე გამოძიება იმ  მაღალჩინოსან პირებსაც გამოავლენს, რომელთაც თეთრაძის მკვლელობა შუკვეთეს.


ნოემბრის დასაწყისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაის წინააღმდეგ თეთრაძის მკვლელობასთან დაკავშირებით  სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.


ყოფილი პოლკოვნიკის  მეუღლის განცხადებით, თეთრაძე ციხეში წამებით მოკლეს. ის  ქმრის მკვლელობაში ბაჩო ახალაიას ადანაშაულებს.


ახალაიას უკვე წაუყენეს ბრალი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო დაკავებისა  და წამების მუხლით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: