მოსკოვი საქართველოს უთვალთვალებს?!

მოსკოვი საქართველოს უთვალთვალებს?!

,,მოსკოვში არ იციან, რა უნდა საქართველოს ახალ მთავრობას, რა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს საქართველო აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან მიმართებით. ამიტომ გარკვეული პაუზა, რომელიც რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით აიღო, გარკვეულწილად გასაგებიცაა", _ ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


როგორც მამუკა არეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მთავრობას უნდა ჩამოყალიბებული და გააზრებული სურათი, თუ როგორ კურსს აიღებს საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებისა და კონკრეტულად, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.


,,მე მქონდა აქტიური შეხვედრები რუსეთში, საექსპერტო წრეებთან, სადაც აფიქსირებენ ერთმნიშვნელოვან პოზიციას, რომ ელოდებიან საქართველოში პოლიტიკური სტრუქტურების დალაგებას, ერთიანი პოლიტიკური კლიმატის შექმნას", _ აღნიშნა ექსპერტმა.


მამუკა არეშიძემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და საამისოდ გარკვეულ სადაზვევრვო ჯგუფებსაც კი გზავნის.


,,ძალზე გახშირდა რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვიზიტი საქართველოში. არ გამოვრიცხავ, რომ ეს არ იყოს მათი კერძო ინიციატივა და მათი საშუალებით რუსეთი გარკვეულ სადაზვევრო საქმიანობას ეწეოდეს", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: