ვის შეეხება ამნისტია?

ვის შეეხება ამნისტია?

"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის ამ დროისთვის არსებულ ვარიანტში აღნიშნულია, რომ გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც მსაჯავრდებულნი არიან იმ გაუფრთხილებლობით დანაშაულისათვის, რომელსაც შედეგად არ მოჰყვა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.


რაც შეეხება გაუფრთხლილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში მსჯავრდებულებს, ისინი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან ვერ გათავისუფლდებიან.

კანონპროექტის პირვანდელ ვერსიაში კი მხოლოდ ზოგადად იყო ნათქვამი, რომ გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც ამ კანონში შესვლის დროს მსჯავრდებულნი არიან გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის.


კანონპროექტის მიხედვით, იმ მსჯავრდებულებს, ვისაც არც ერთი მუხლი არ ეხებათ, სასჯელი 1/4- ით შეუმცირდებათ.


"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში შესწორებები შესაძლოა, კიდევ შევიდეს. კანონპროექტი პირველი მოსმენით სესიაზე, სავარაუდოდ, 5 დეკემბერს გავა. კანონი მიღებიდან 2 თვის ვადაში უნდა ამოქმედდეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: