ცხელი ამბავი

ტარიფების შემცირებაში ბიძინა ივანიშვილს ელისო კილაძე დაეხმარება?!

ტარიფების შემცირებაში ბიძინა ივანიშვილს ელისო კილაძე დაეხმარება?!

დღეს ცნობილი გახდება, რეალურად რამდენი პროცენტით იქნება შესაძლებელი ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირება.


"პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ "ჩემი საქართველოს" ლიდერმა ელისო კილაძემ ინიციატივით მიმართა პრემიერ-მინისტრს, რომ შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელიც ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ტარიფების სტაბილიზაციასა და მის მონიტორინგზე იმუშავებს. ამ კომისიის თავმჯომარედ კი პრემიერ-მინისტრს სთავაზობს "ჩემი საქართველოს" გამგეობის წევრს შალვა მაჭავარიანს, რომელიც უკვე მრავალი წელია ტარიფების პრობლემებზე მუშაობს.


"საქართველო მოიხმარს 8 მილიარდ 800 მილიონ კბ.მ ბუნებრივ აირს, რომელიც სხვადასხვა წყაროებიდან მოგვეწოდება, ამიტომ ტარიფის დადგენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ბუნებრივ აირზე ტარიფის შემცირება მხოლოდ 5-10%-ით არის შესაძლებელი. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ერთი კვ.სთ. თვითღირებულება 4.5 თეთრია, ხოლო რეალიზება 16 თეთრად ხდება. ტარიფის დასადგენად გასათვალისწინებელია როგორც მომხმარებლის, ასევე მომწოდებლის ინტერესები. ამიტომ ელექტროენერგიაზე ტარიფის შემცირება 10-15%-ით არის შესაძლებელი", _ განაცხადა შალვა მაჭავარიანმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: