„ოქროს ბურთის“ სამი პრეტენდენტი

„ოქროს ბურთის“ სამი პრეტენდენტი

ცოტა ხნის წინ სან-პაულოში გამართულ პრესკონფერენციაზე “ოქროს ბურთის” სამი პრეტენდენტის ვინაობა გახდა ცნობილი. ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“), ლიონელ მესი (“ბარსელონა”) და კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად „იბრძოლებენ“.


შეგახსენებთ, რომ მესი “ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელია (2009, 2010, 2011), რონალდუმ კი ეს პრიზი 2008 წელს მოიგო.


პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობას მთავარი მწვრთნელები, ნაკრებების კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები გამოკითხვის საშუალებით გაარკვევენ. დაჯილდოების ცერემონიალი 2013 წლის 7 იანვარს გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: