ცხელი ამბავი

კახა გეწაძეც დაკავებულია!

კახა გეწაძეც დაკავებულია!

ზესტაფონის გამგებელი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი კახა გეწაძე დაკავებულია.

წინასწარი ინფორმაციით, მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ედება. მას ბრალი სსკ 118-ე მუხელის პირველი ნაწილით წარედგინა. დანაშაული კონკრეტულ ჩხუბს უკავშირდება, რომელიც წელიწად ნახევრის წინ მოხდა.

გეწაძეს ბრალს სსკ 239-ე მუხლის მე-3 ნაწილითაც წაუყენებენ, ესაა ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე კახა გეწაძეს დაემატა კიდევ ერთი მუხლი - სსკ 184-ე მუხლის პირველი ნაწილი.

დღეს  დილით კახა გეწაზე იმერეთის საოლქო პროკურატურაში დაიბარეს და მისი დაკითხვა იქ დაიწყო. თავდაპირველად იგი მოწმის სახით იკითხებოდა, შემდეგ კი დააკავეს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: