სამეგრელოს წარმომადგენლები გურამ ოდიშარიას იური მეჩითოვის გათავისუფლებას სთხოვენ

სამეგრელოს წარმომადგენლები გურამ ოდიშარიას იური მეჩითოვის გათავისუფლებას სთხოვენ

იური მეჩითოვის გადადგომის მოთოვნით, ზუგდიდსა და მთლიანად სამეგრელოში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.


აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ზუგდიდში, არტ-გალერეის შენობაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ადგილობრივ მედიას მათი მიმართვის ტექსტი გააცნეს, რომელიც კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას სახელზე შეადგინეს.


 „ივერიონი“ განცხადებას სრულად გთავაზობთ:


„მოგმართავთ როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, სამეგრელოს შვილს. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ აღშფოთებას ბატონი იური მეჩეთოვის ცნობილ ინეტრვიუზე, რომელმაც საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები და მსგავსი მორალისა და აზროვნების ადამიანები განსაკუთრებით ისეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, როგორიცაა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეობაა, ხელს უშლის და საშიშია ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისთვის და ნერგავს შოვინიზმის საშიშ ტენდენციას ქართულ საზოგადოებაში. სამეგრელო იყო და არის ერთ ერთი მთავარი ხერხემალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. მსგავსი ტიპის განცხადებას ბატონი მეჩითოვისგან აღვიქვამთ, როგორც პირად შეურაცხყოფას თითოეული მეგრელის, გურულის, აჭარელის და სრულიად საქართველოს მიმართ. მოგმართვთ, გამოიყენოთ კანონით მინიჭებული უფლება და გაათავისუფლოთ ბატონი მეჩეთოვი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. ამით მხარი დაუჭიროთ არაშოვინიზმს და დაიცვათ თქვენი კუთხის ინტერესები",- ნათქვამია მიმართვაში.


აღნიშნული მიმართვის ტექსტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სენაკის რაიონში, მინისტრ გურამ ოდიშარიას სახლში მიიტანეს.


მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მშვიდობიან საპროტესტო აქციებს გამართავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: