გაერომ პალესტინას ,,დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიანიჭა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგობის მიუხედავად, პალესტინისთვის სტატუსის გაზრდას დაუჭირა მხარი.
,,ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ხმის მიცემამდე პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდმ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინის სტატუსის შესახებ ხმის მიცემა ,,ორი სახელმწიფოს შექმნისათვის უკანასკნელი შანსი იქნება“.
სტატუსის გაზრდას 134-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის რუსეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ და იაპონიამ. თავი 41-მა ქვეყანამ შეიკავა, ამ ქვეყანაში შედიან დიდი ბრიტანეთი და გერმანია. წინააღმდეგ კი ცხრა ქვეყანამ მისცა ხმა, მათ შორის ამერიკისა და ისრაელის გარდა იყვნენ კანადა, ჩეხეთი, პანამა, მარშალის კუნძულები და ა.შ..
მართალია, ,,მუდმივი დამკვირვებლის“ სტატუსის ,,არაწევრი დამკვირებელი სახელმწიფო“ სტატუსით შეცვლას სიმბოლუსრი ხასიათი აქვს, თუმცა მომავალში პალესტინას შეეძლება გაეროს სხვადასხვა საკითხების განხილვაში მიიღოს მონაწილეობა, ასევე გაჩნდა შესაძლებლობა, გაწევრიანდეს ისეთ ორგანიზაციაში, როგორც საერთაშრისო კრიმინალური სასამართლოა.