სად გააგრძელებს მოღვაწეობას ვასილ მაღლაფერიძე?
გავრცელებული ინფორმაციით, „მეცხრე არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორის მოადგილემ ვასილ მაღლაფერძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძე აღარც საავტორო გადაცემა „კონსილიუმს“ წაიყვანს.
„მეცხრე არხზე“ მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, „ივერიონი“ ვასილ მაღლაფერიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.
მისი თქმით, დირექტორის მოადგილის თანამდებიბიდან წამოსვლა პირადი გადაწყვტილება იყო. თუ რა გეგმა აქვს სამომავლოდ ამას ასაიდუმლოებს და აცხადებს:
„მალე გამოჩნდება, სად გავაგრძელებ მოღვაწეობას. ახლა არ დავაკონკრეტებ, დრო გვიჩვენებს, თუ სად და როგორ გამოიკვეთება ჩემი შემდგომი აქტიურობა. რაც შეეხება კახა ბექაურის მიერ თანამდებობის დატოვებას, ამას არხზე მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირებენ. სად გააგრძელებს ბექაური საქმიანობას, ჩემთვის არაფერია ცნობილი“,- აცხადებს მაღლაფერიძე.
შეგახსენებთ, ვარაუდის დონეზე გავრცელებულ ინფორმაციას „მეცხრე არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორის კახა ბექაურის ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში გადასვლის შესახებ, რომელიც „ივერიონის“ გადამოწმების საფუძველზე არ დასტურდება.