მორიგი ნაბიჯი აფთიაქების მონოპოლიზაციისთვის?
ზოგიერთ აფთიაქში მედიკამენტების ცალობით გაყიდვა აიკრძალა, თუმცა მედიკამენტების ცალობით გაყიდვა ჩვეულებრივ გრძელდება "ჯი-პი-სის" სააფთიაქო ქსელში.
ამ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტს "პე-ეს-პესა" და "ავერსის" აფთიაქები ადასტურებენ.
ფარმაცევტების თქმით, "იყო რაღაც ინციდენტი", რის გამოც აფთიაქები დაჯარიმდნენ და გადაწყვეტილებაც ამ ფაქტს უკავშირდება.
ფარმაცევტები ამბობენ, რომ ბრძანება მედიკამენტების ცალობით გაყიდვის აკრძალვის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროდან მომდინარეობს, თუმცა ჯანდაცვის სამინოსტროს პრესსამსახური ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
აღნიშნულმა ცვლილებამ კლიენტების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, ყველას არ აქვს შესაძლებლობა, წამლის მთლიანი შეფუთვა ან ფირფიტა შეიძინოს. ცვლილებას უარყოფითად შეხვდნენ თავად ფარმაცევტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნულის გამო მომხმარებელი უკმაყოფილებას მათთან ჩხუბით გამოხატავს.