ბიძინა ივანიშვილი: უცხოურ პრესაში დაბეჭდილი პასკვილები ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა

ბიძინა ივანიშვილი: უცხოურ პრესაში დაბეჭდილი პასკვილები ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა

„ვაშინგტონ პოსტში„ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის გავრცელებისთანავე, გაჩნა სერიოზული ეჭვი, რომ ეს სტატია წინა ხელისუფლების მიერ იყო დაკვეთილი, რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადეს.


დღემდე ამ ეჭვზე, სერიოზულად არავის არაფერი განუცხადებია, ხოლო დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ეს მოსაზრება დაადასტურა:
"სააკაშვილი ცდილობს, არასწორი ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ. გიგა ბოკერიას სამსახურს ბიუჯეტიდან 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ამ ინფორმაციის "გახსნა" ვერ მოვახერხეთ, მას გრიფი "საიდუმლო" ადევს. ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა მინისტრმა, თუმცა მასაც არ აძლევენ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში შევძლებთ სიმართლის დადგენას, თუმცა დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხებით ფინანსდებოდა პასკვილები, რაც უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა", - ამბობს ივანიშვილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ფული ამიერიდან სწორედ ხალხზე და არა „იმ ტიპის სტატიებზე“ დაიხარჯება.


მისივე განმარტებით, ასეთი სტატიები ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობას ვერ შეაფერხებენ.

"ჩვენ ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას. დაკავებების პროცესი მალე ჩამთავრდება და ჩვენ მოვახერხებთ საერთაშორისო მედიასაც გავაცნოთ მათი რეალური სახე. არ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა იწერება საზღვარგარეთ. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას. ვიცით, რაც ხდება ქვეყანაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: