ჟერარ დეპარდიე დააკავეს
Agence France-Presse-ინფორმაციით, 29 ნოემბერს საფრანგეთის ჩრდილოეთ-დასავლეთით მომხადრი ავარიის გამო ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე დააკავეს. ის სკუტერს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა . ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
დეპარდიე ამჟამად პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მსახიობს ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.
Agence France-Presse-ინფორმაციით, 63 წლის მსახიობს ბოლო ხანებში ალკოჰოლთან დაკავშირებით ხშირად აქვს პრობლემები. მათი განცხადებით, დეპარდიე არაერთხელ გამოჩენილა საჯარო გამოსვლებში არაფხიზელ მდგომარეობაში.