მოიგეთ სამსახური ლატარიაში!

მოიგეთ სამსახური ლატარიაში!

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, იტალიური სუპერმარკეტების ქსელმა One Price მყიდველებს უჩვეულო აქცია შესთავაზა. ისინი მომხმარებლებს ლატარიაში მონაწილეობას სთავაზობენ. გამარჯვებული მაღაზიაში  კონსულტანტის ასისტენტის თანამდებობაზე დროებით სამსახურს მიიღებს. ლატარიაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც მაღაზიაში 30 ევროზე მეტს დახარჯავს. სულ 12 საპრიზო ადგილია.


გამარჯვებული მოთამაშე ამ პოზიციაზე დღეში 4 საათი იმუშავებს. მისი ყოველთვიური გამომუშავება 1100 ევროს შეადგენს.


ლატარიაში მონაწილეობის სურვილი მომხარებელთა 90 პროცენტმა გამოთქვა.


იტალიის ნაციონალური სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს უმუშევართა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 11,1 პროცენტით გაიზარდა. ბოლო 13 წლის განმავლობაში ეს მონაცემები ქვეყანაში მაქსიმალურია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: