დღეს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება

დღეს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება

დღეს ჰოლანდიაში 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. კონკურსში საქართველოც მიიღებს მონაწილეობას, ამჯერად ჩვენს ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შერჩეული ოთხი ბავშვი წარმოადგენს.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში სულ 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, ბელგია, საქართველო, ისრაელი, მოლდოვა, ჰოლანდია, რუსეთი, შვედეთი და უკრაინა.


საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა. 2011 წელს საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა "ქენდიმ", ხოლო 2008 წელს ჯგუფმა "ბზიკებმა" გამარჯვება მოიპოვეს.


ჰოლანდიამ საბავშვო ევროფესტივალს 2007 წელს როტერდამში უმასპინძლა; ხოლო კონკურსის გამარჯვებული 2009 წელს გახდა.
კონკურსი ჰოლანდიის "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: