მიხეილ სააკაშვილიც ოცნებობს...

მიხეილ სააკაშვილიც ოცნებობს...

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერევანში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იმყოფებოდა. სამიტის დასრულების შემდეგ მან მედიისთვის კომენტარ გაკეთა:


"აქ იმყოფება ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ლიდერია საქართველოში. 90-იანი წლებში, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, იგი ბრიუსელში შეხვდა ვილფრედ მარტენსს და ჩვენი მეგობრობა სწორედ ამ დროიდან დაიწყო. ახლა ჩვენთვის გადამწყვეტი პერიოდია, რადგან საქართველო არ არის დსთ-ს წევრი ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება სხვა მიმართულებით სვლა. ყველაზე უსაფრთხო ადგილი, ამ მხრივ, არის ევროპა. სწორედ ეს არის ჩემი და ჩემი პარტიის ოცნებაც _ ევროპული ტრანსფორმაცია. რაც შეეხება ინტეგრაციას, ეს უცვლელი რჩება. ჩვენ უნდა მოგვეცეს შანსი ვილნიუსის სამიტზე წინ წავიწიოთ ისე, როგორც ეს სალონიკის სამიტზე დასავლეთ ბალკანური ქვეყნების შემთხვევაში მოხდა _ მაშინ მათ ევროკავშირის წევრობას დაპირდნენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრი ქვეყნისთვის, ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: