სოსო ცისკარიშვილი: ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ისტერიული კამპანია დაიწყო

სოსო ცისკარიშვილი: ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ისტერიული კამპანია დაიწყო

"ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი ამომრჩევლისთვის ცნობილი იყო, ხელისუფლების ნაბიჯები, რომელსაც ამ მიმართულებით დგამს, სრულიად შეესაბამება დანაპირებს. ცოტა ხნის წინ შედგა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, რამაც დასამაბი დაუდო პირად კონტაქტებს ნატოსა და ვეროკავშირის სტრუქტურებთან. ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ვიზიტი ვაშინგტონში ადასტურებს მზაობას, გაგრძელდეს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობები",_განაცხადა "ივერიონთან" საუბარში ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა.


ბოლო რამდენიმე დღეა გრძელდება დასავლურ პრესაში საქართველოს ახალი ხელისუფლების მაკრიტიკებელი სტატიების ბეჭდვა. საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთდა არაერთი შეფასება. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ  "მიხეილ სააკაშვილი ცდილობს არასწორი ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ. გიგა ბოკერიას სამსახურის ბიუჯეტიდან 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ამ ინფორმაციის "გახსნა" ვერ მოვახერხეთ, მას გრიფით "საიდუმლო" ადევს. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხებით ფინანსდებოდა ის პასკვილები, რაც უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა".


ამ მოსაზრებას უსაფუძვლოდ არ მიიჩნევს ცისკარიშვილი.


"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დიდი ხნის დანერგილი იყო საერთაშორისო ასპარეზზე  ლობისტური ინსტიტუტების გამოყენების პრაქტიკა.  ამ პოლიტიკაზე ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე უარი თქვა, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს იყო არასწორი ნაბიჯი. ეს სეგმენტი მთლიანად "ნაციონალურმა მოძრაობამ" მონოპოლიურად დაიკავა. დაიწყო ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგო ისტერიული კამპანია და ახალი მთავრობა წარმოჩინდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებით მოტივირებულ ძალად. ჩვენი მიამიტი დასავლელი მეზობლები ადვილად წამოეგნენ ამ ანკესზე.  ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც კარგად იცნობენ საქართველოს პოლიტიკას, თავს დამნაშავედ უნდა გრძნობდნენ, რადგან 9 წლის განმავლობაში არასდროს მოუწოდებიათ "ნაციონალურ-სადისტური მოძრაობისთვის"  თავი დაენებებინათ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, თავისუფალი ბიზნესის შევიწროვებისთვის. ეს უსამართლო შეძახილები დასავლეთის მხრიდან იმედია მალე შესწყდება და კვლავ აღდგება ჯანსაღი საინფორმაციო ურთიერთობები",-განაცხადა ჩვენთან საუბარში სოსო ცისკარიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: