რას სთავაზობს კოტე კუბლაშვილი ახალ მთავრობას

რას სთავაზობს კოტე კუბლაშვილი ახალ მთავრობას

,,ბოლო დროს, სასამართლო ცვლილებებთან დაკავშირებული პოლიტიკური გეგმები ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. უპირველეს ყოვლისა, როდესაც სასამართლო სისტემაში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები ხდება, ამ ცვლილებების განხილვაში თავად მოსამართლეებმაც აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა", – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა მოსამართლეთა ასოციაციის წევრთა პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, ის დაგეგმილი ცვლილებები სასამართლო ხელისუფლებაში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა, გაუმართავი და შეუსაბამოა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდენლობისთვის.


ამ შეხვედრაზე კოტე კუბლაშვილმა, თავის მოადგილეებთან ერთად, წარადგინა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის ალტერნატიული პროექტი.


მათი განცხადებით, სასამრთლო პროცესების გაშუქების უფლება არ უნდა მიეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოდ არც ერთ მაუწყებელს, როგორც ამას ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს.


,,იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ სასამართლო პროცესებზე გაკეთდეს ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცეს უფლება გააშუქოს ნებისმიერი სასამართლო პროცესი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი შეთავაზებით, პროცესის ვიდეო-ჩაწერა მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილება უნდა იყოს, აუდიო-ჩაწერა სამოქალაქო საქმეებზე - მოქალაქეთა ნებართვით, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულთა საქმეებზე კერძო პირთა ნებართვით უნდა განხორციელდეს", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია პავლაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: