ვანო მერაბიშვილი: ხელისეუფლება ცდილობს, ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროს!
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"უკვე ორი თვეა, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა და აბსურდებმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ის სერიოზულად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე გუშინ ყალბი პასპორტით ვცდილობდი პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ერევანში გაფრენას. ყველამ ვიცით, რომ ეს ხელისუფლება აპირებს ყველა დააშინოს და დააკავოს, მაგრამ ის, რაც დღეს განაცხადეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. აღნიშნული მხოლოდ მე რომ მეხებოდეს, იუმორით შევხედავდი, თუმცა მიმაჩნია, რომ რაც ქვეყანაში ხდება, მთელს საზოგადოებას აზარალებს. მაღალჩინოსანს ჩაუდეს იარაღი, რომ დაეკავებინათ. დღეს გოგა ხაჩიძის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, ახლა ჩემთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება. ეს ეხება მთელს საზოგადოებას, რადგან ხელისუფლება აპირებს მას თვალში ნაცარი შეაყაროს", - აღნიშნა მერაბიშვილმა.