ივანიშვილმა და სოროსმა საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრეს

ივანიშვილმა და სოროსმა საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის "სოროსის ფონდის" დამფუძნებელს შეხვდა.


ამის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.


"ჯორჯ სოროსი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და მან სურვილი გამოთქვა საქართველოს ახალ პოლიტიკურ ლიდერს შეხვედროდა. შეხვედრა ბიზნესცენტრში გაიმართა და მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. ბიძინა ივანიშვილმა და ჯორჯ სოროსმა საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების თაობაზე ისაუბრეს, ასევე დაიგეგმა დავოსში  ეკონომიკურ ფორუმზე მსოფლიოში წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება", - წერია ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: