ახალი ბიბლიოთეკა ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

ახალი ბიბლიოთეკა ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

რუსთავის №5 ქალთა სასჯელაღსრულების   დაწესებულებაში  ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამაში დიდი წვლილი ეკუთვნის ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიას (NORLAG).


საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრის ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში შეტანილია ახალი წიგნები, ასევე აქ განთავსდება რეჟისორ რეზო ჩხეიძის ნაჩუქარი წიგნები. მისივე განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით,  პატიმრებს შეეძლებათ ისარგებლონ ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ვერსიით.


სოზარ სუბარი ასევე აცხადებს: „რამდენიმე თვეში დაწესებულებაში გაიხსნება სამკერვალო, სადაც დასაქმდებიან ქალი პატიმრები. მათ დაენიშნებათ ხელფასი“.


ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიაზე რეზო ჩხეიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში იგეგმება პრემიერა მისი ახალი ფილმისა, რომლის სახელწოდებაა „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“.


ბიბლიოთეკის თანამშრომლების ინფორმაციით, ამჟამად ბიბლიოთეკაში  7 ათასი წიგნი ინახება, თუმცა მომავალში მათი რაოდენობა გაიზრდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: