როგორ მივიღოთ სამუშაო ვიზა?

როგორ მივიღოთ სამუშაო ვიზა?

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის ხელშეკრულების  რეალიზაციის მხარდაჭერა იქნება სემინარის თემა, რომელიც 3-4 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება. ღონისძიების ძირითადი მიზანია ევროკავშირში შემავალ სხვადასხვა სახელმწიფოში შრომითი მიგრაციის ზოგადი პირობების და  სამუშაო ვიზის მისაღებად აუცილებელი ადმინისტრაციული პროცედურების საზოგაოდებისთვის გაცნობა.


სემინარი იმართება პროექტის  - „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის“  ფარგლებში. ის ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და მის მიზნებს წარმოადგენს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის ხელშეკრულების  რეალიზაციის მხარდაჭერა. ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გაიმართა  ანალოგიური ტიპის 3 ღონისძიება.

სემინარს წარმართავენ პროექტ  - „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის“ გუნდის წევრები, მონაწილეთა შორის კი იქნებიან   გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოსა და შვედეთის მიგრაციის საბჭოს წარმომადგენლები. ცალკეულ თემატურ პრეზენტაციები ეხება შემდეგ თემებს: მოცემულ ქვეყნებში შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა; მუშაობის ნებართვის და  სამუშაო ვიზის მისაღებად აუცილებელ ადმინისტრაციულ პროცედურათა დეტალური აღწერა; შრომითი მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებები; სასარგებლო რჩევები შრომითი მიგრანტებისთვის; კონკრეტული რეალური ისტორიების განხილვა.

სემინარის მინდინარეობის პირველი დღე და მეორე დღის პირველი ნახევარი ორგანიზებულია  სახელმწიფო სტრუქტურების, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო და აკადემიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. მეორე დღის მეორე სესია, რომელიც იწყება 14-საათზე  საჯაროა და დაინტერესებულ პირებს ექნებათ თავისუფლად დასწრების საშუალება. საჯარო პრეზენტაცია დაეთმობა პრაქტიკულ მაგალითებს და სასარგებლო ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია მომავალი  მიგრანტების საზღვარგარეთ ყოფნა ლეგალური, უსაფრთხო და წარმატებული გახადოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: