პროკურატურამ დაკითხვაზე ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილეც დაიბარა
პროკურატურამ დაკითხვაზე ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე დაიბარა. გია ლორთქიფანიძეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ამ წუთებში ელოდებიან.
ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურას, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოდ, ლორთქიფანიძის დაკითხვაზე გამოძახება ვანო მერაბიშვილს უკავშირდება.
ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.