პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებები გრძელდება - ამჯერად ლევან გვაზავას რიგი დადგა

პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებები გრძელდება - ამჯერად ლევან გვაზავას რიგი დადგა

მთავარ პროკურატურაში შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავაც დაიბარეს.
 
გვაზავას პროკურატურაში ამ წუთებში ელოდებიან.
 
სავარაუდოდ, ლევან გვაზავას ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.
 
პროკურატურაში ასევე გია ლორთქიფანიძეც არის დაბარებული, რომელსაც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილის პოსტი ეკავა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: