ვანო მერაბიშვილს ლაყე კვერცხებს უმზადებენ

ვანო მერაბიშვილს ლაყე კვერცხებს უმზადებენ

პროკურატურასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერიელის“ წევრები შეიკრიბენ. ისინი  პროკურატურისგან ვანო მერაბიშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებას მოითხოვენ. 


არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერიელების“  ლიდერმა ლევან კოჭლოშვილმა  ორგანიზაციის სახელით განაცხადა, რომ დაკითხვაზე დაბარებული მაღალჩინოსნები უნდა დააპატიმრონ და ისინი გირაოის სანაცვლოდაც კი არ უნდა გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან. 


„ვანო მერაბიშვილის თუნდაც გირაოთი გამოშვებაც კი დიდი დანაშაული იქნება. ამიტომ, ჩვენ მის დაპატიმრებას და გასამართლებას მოვითხოვთ“, - ამბობს კოჭლოშვილი.


„ჩვენ მოვედით პროკურატურასთან იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ვანო მერაბიშვილის დაკავება, რადგან ის არის პოლიციური სახელმწიფოს  შემქმნელი და ამშენებელი მიხეილ სააკაშვილთან ერთად.  ჩევნ ამას ვაცხადებთ პირდაპირ და არანაირი გონივრული ეჭვის საფუძველზე“, - ამბობს აქციის მონაწილე, რეჟისორი ზაზა სვანაძე.


პროკურატურასთან შეკრებილებმა პროტესტის უცნაურ ფორმას მიმართეს. მოიტანეს კვერცხები და მთავარი პროკურატურის შენობის წინ დააწყვეს. მათი განცხადებით, თუ ვანო მერაბიშვილს გამოუშვებენ, ამ კვერცხებს მას ესვრიან. „ეს კკვერცხები  წინა ლაყე ხელსუფლების სიმბოლოა“, - აცხადებენ აქციის მონაწილენი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: