მე-18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

მე-18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მსჯავრდებული თ.დ გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის დიაგნოზით მე-8 საპყრობილიდან  სამკურნალო დაწესებულებაში  გადაიყვანეს.


"სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. სამწუხაროდ, პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები", - ნათქვამია სოზარ სუბარის უწყების განცხადებაში.


სამინისტრო  უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.


გარდაცვალების ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს გამოძიება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: