შსს ვანო მერაბიშვილის დაკითხვის ვიდეომასალას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს.
ვიდეომასალა მერაბიშვილის დაკითხვის დაწყებამდეა გადაღებული. ყოფილი პრემიერ-მინისტრის აცხადებს, რომ არ სურს მისი დაკითხვის დროს ვიდეოგადაღება იყოს.
"კამერის გარეშე მე მზად ვარ ჩვენება მივცე", - აცხადებს მერაბიშვილი.