გოგა ხაჩიძე: ჩემი მშობლების სახლში აღმოჩენილი ნივთები 22 წლის წინანდელი ისტორიის ნაწილია

გოგა ხაჩიძე:  ჩემი მშობლების სახლში აღმოჩენილი ნივთები 22  წლის წინანდელი ისტორიის ნაწილია

პარლამენტის წევრი გოგა ხაჩიძე აცხადებს, რომ მამამისის სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი სამი ცარიელი მჭიდი და ჯავშანჯილეტი 1990-იანი წლების ცხინვალის კონფლიქტის დროიდან შემორჩენილი ნივთებია. 

 

გოგა ხაჩიძის  ვარაუდით,  სამართალდამცავები ხაჩიძეების სახლის ჩხრეკით მას შემდეგ დაინტერესდნენ, როცა მევლუდ ხაჩიძისა და ციცქიშვილების ნაცნობობის შესახებ გაიგეს. 

 

გარემოს დაცვის  ყოფილი მინისტრი ადასტურებს, რომ მამამისი, მევლუდ ხაჩიძე  და ზურაბ ციცქიშვილი 1990 წლის კონფლიქტის დროს ერთ რაზმში იყვნენ და ერთად პატრულირებდნენ  ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართულ სოფლებში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო სურამში გოგა ხაჩიძის მშობლების ბინის ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

 

უწყების ინფორმაციით, შსს-ს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის განყოფილებაში 2012 წლის 29 ნოემბერს შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე. 

 

"ამ საქმეზე, 2012 წლის 29 ნოემბერს, შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს სურამის განყოფილების თანამშრომლების მიერ  ხაშურის რაიონის დაბა სურამში გაჩხრეკილი იქნა მოქალაქე ზურაბ ციცქიშვილის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ერთი მჭიდი, 17 ცალი ვაზნა და ავტომატის საწმენდი. ზურაბ ციცქიშვილისა და მისი მამის, თენგიზ ციცქიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ  გამოძიებამ მიიღო ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო მევლუდ ხაჩიძეს მართლსაწინააღმდეგოდ ჰქონოდა შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2012 წლის 1 დეკემბერს, დილის 07:00 საათზე გაჩხრეკილი იქნა ხაშურის რაიონის სოფელ ურთხვაში მცხოვრები მევლუდ ხაჩიძის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებული იქნა, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სამი ცალი ცარიელი მჭიდი და ერთი ცალი ჯავშანჟილეტი. მევლუდ ხაჩიძე დაკითხული იქნა მოწმის სახით", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: