თენგიზ გუნავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შს სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. დაცვის მხარე გუნავას აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას მოითხოვდა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და თენგიზ გუნავას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს - 10 ათასი ლარის გადახდა შეუფარდა. აღნიშნული თანხა თენგიზ გუნავამ 10 დღეში უნდა გადაიხადოს.
ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მისაღებია. თუმცა მიაჩნიათ, რომ თანხა ბევრია და ოჯახს მისი გადახდა გაუჭირდება. ადვოკატის თქმით, ოჯახი გირაოს, სავარაუდოდ, დღესვე გადაიხდის.
პროკურატურა გუნავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. წინა სასამართლო სხდომა 2012 წლის 17 იანვარს, 12.00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავას გამოძიება ორი მუხლით ედავება. 182-ე მუხლით, რომელიც მითვისებას გულისხმობს და რომლის მიხედვითაც გუნავამ 49 500 ლარი და 3 000 ლიტრი ბენზინი მიითვისა. ასევე 120-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სხეულის მსუბუქ დაზიანებას. ამ მუხლით ბრალი გუნავას გუშინ წარედგინა. საქმე ეხება 2012 წლის მარტში გუნავას მიერ საკუთარი მძღოლის, კახაბერ იზორიას დაჭრას.